понедельник, 17 июля 2017 г.


პროექტის პორტფოლიო











  ტრენინგი დამეხმარა ეფექტურად ჩამესვა შერჩეული საკითხები და მეთოდი  პროექტის მსვლელობის დროს,რომელიც სწავლების პროცესის გააქტიურებაში დამეხმარება.მრავალფეროვანი სტრატეგია საშუალებას მაძლევს მოვერგო სხვადასხვა სახის ნამუშევარს .ტრენინგი კიდევ დამეხმარა კარგად წარმოვაჩინო შეფასების სხვადასხვა ფორმების გამოყენების თანმიმდევრობა.

вторник, 11 июля 2017 г.

დღევანდელი მოდულის ფარგლებში გავეცანით მრავალმხრივ სააზრივნო უნარებს და ვისაუბრეთ მათი მნიშვნელობის შესახებ პროექტის მსვლელობაში.აუცილებელია მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა მრავაკმხრივი ინტელექტიდან თუ რომელი მათგანი რომელ ბავშვშია განვითარებული და მოვარგოთ მისთვის საჭირო აქტივობები

понедельник, 10 июля 2017 г.

დღევანდელ მოდულში საუბარი გვქონდა მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე.გავიაზრეთ რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკების არსებობა და მათი გამოყენება პროექტის მსვლელობისას.შეფასების კრიტერიუმების შემუშავება კარგი იკნება თუ მოსწავლეებთან ერთად იკნება შემუშავებული,რათა მათი ჩართვა და მოვალეობების შესრულება უფრო სახალისო და ეფექტური იკნება .მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც შეფასება დაეხმარება რომ დაინახონ თავიანთ ძლიერი და სუსტი მხარეები.გაანალიზონ რას მიაღწიეს დარა აქვთ გამოსასწორებელი მომავლისთვის.

вторник, 4 июля 2017 г.

იმისათვის რომ მოსწავლეს განუვითარდეს უნარები სასურველია შესრულდეს მრავალფეროვანი აქტივობები. მოსწავლემ უნდა იცოდეს რა მოთხოვნები შეიძლება არსებობდეს მის ნაშრომთან დაკავშირებით. რა ცოდნის დემონსტრირებას ველით მოსწავლისაგან. ჩემი აზრით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება განვსაზღო ის მოლოდინები რაც მოსწავლის ნაშრომებთან არის დაკავშირებული.

понедельник, 3 июля 2017 г.

დღეს გავიარეთ უკუკავშირის მეთოდები და რჩევები
კოლეგის უკუკავშირი მნიშვნელოვანია როგორც კოლეგისათვის ასევე ჩემთვისაც. აუცილებელია იმ კრიტერიუმების გათვალისწინება რომელიც უკეთესად გამოავლენს პროექტის მიზნებს, შედეგებს, აქტუალობას თუ გასახორციელებელ აქტივობებს. რჩევის მეთოდი, რისი სიმულაციაც ტრენინგზე გავაკეთეთ ძალიან დამეხმარება გავითვალისწინო რამდენად სწორად წავიყვანო პროექტის მსვლელობა და რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინო, ასევე როგორი და როგორ შეიძლება მივცე რჩევა კოლეგას. მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

четверг, 29 июня 2017 г.

 დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა. ბლუმის ტაქსომო,ია დამეხმარა მიზნების გაწერაში. მნიშვნელოვანია მაღალ სააზროვნო დონეზე გასვლა და პროექტის სწორი წარმართვა. ვიმსჯელეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ეს კითხვები დამეხმარება არა მარტო ,ოსწავლის წინარე ცოდნის დადგენაში და საჭიროებების გამოვლენაში.

суббота, 24 июня 2017 г.

პროექტი აუცილებელია სასწავლო პროცესში რადგან ის დაეხმარება მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში და გამოუმუშავებს 21 საუკუნის უნარებს. პროექტში შესაძლებელია მრავალფეროვანი აქტივობები რის გამოც  მოსწავლეებს აუმაღლდება  მოტივაცია. ჩართულობა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.